ძვირფასო მეგობრებო, გუშინ 12 მაისს გაიმართა თბილისის 36-ე ჩემპიონატის მეექვსე ტური. საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
უმაღლესი ლიგა |
პირველი ლიგა |
მეორე ლიგა (ზონა A) |
მეორე ლიგა (ზონა B)
თბილისის 36-ე ჩემპიონი* გახდა გუნდი ”პენტიუმი” (კაპიტანი დავით რაფავა), მეორე ადგილზე* გავიდა გუნდი ”ენიგმა” (კაპიტანი სერგი კაპანაძე), ხოლო მესამე ადგილი* დაიკავა გუნდმა ”მიმინომ” (კაპიტანი გიორგი მოსიძე). ვულოცავთ მათ ამ შედეგს.
თბილისის მომდევნო 37-ე ჩემპიონატი დაიწყება შემოდგომაზე, 28 სექტემბერს
*- შედეგები შეიძლება შეიცვალოს სააპელაციო ჟიურის ვერდიქტებიდან გამომდინარე