ძვირფასო მოაზროვნეებო!
კვირას, 17 ოქტომბერს გაიმართა თბილისის 41-ე ჩემპიონატის პირველი ტური
ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?" (სპორტული ვერსია). თბილისის
199-ე საჯარო სკოლაში (კომაროვი) ჩატარდა I ტური პირველ, მეორე, მესამე,
მეოთხე და ჩელენჯ ლიგებში.
ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 192 გუნდი. ამგვარად ჩვენ გავაუმჯობესეთ
2010 წლის გაზაფხულზე ჩვენს მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი - 190
მონაწილე გუნდი რეგულარულ ჩემპიონატში. დღემდე არსად და არასოდეს 192
გუნდს არ უთამაშია რეგულარულ საფუძველზე რაგინდარა ქალაქის ჩემპიონატში.
მიმდინარე წელს თბილისი მეორედ ხდება ყველაზე "რა? სად? როდის?"-ული
ქალაქი მსოფლიოში. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ამ მიღწევას!!!
შედეგები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:
I ლიგა |
II ლიგა |
III ლიგა |
IV ლიგა |
ჩელენჯ-ლიგა
*- აპელაციები მიიღება 21 ოქტომბრის 21:00 საათამდე