აპელაცია #1
გუნდი: „არგონავტები“


აპელაციის ტიპი (სასურველი გააბოლდეთ):
* - დუალი
* - არაკორექტულობა

კითხვა # 12, ტური # 2

საავტორო პასუხი: “საპატიო მიზეზი”

გუნდის პასუხი: განტევების ვაცი

აპელაციის არსი და არგუმენტაცია:

გუნდი მივიჩნევთ, რომ სუპერლიგის მე–2 ტურის მე–12 კითხვა, რომელიც ეხებოდა შოთა ამირანაშვილის ლექსს და ერიკ აბიდალის ინტერვიუს, არის მოსახსნელი, შემდეგ გარემოებათა გამო: კითხვაში მოყვანილი ფაქტი, რომ თითქოს ერიკ აბიდალმა 2008 წლის მარტში, “ვილიარეალთან” მარცხის შემდეგ განაცხადა – “დაღლილობა არასოდეს არ არის საპატიო მიზეზი”, არ შეესაბამება სიმართლეს. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ, თუ ვნახავთ კითხვის ავტორის მიერ ინფორმაციის წყაროდ მოყვანილ საიტს http://barcamania.ge/?p=185. აღნიშნულ საიტზე შესვლის შემდეგ ჩვენ ვნახავთ, რომ ეს სიახლე გამოქვეყნებული არის 2007 წლის 23 ოქტომბერს და ვერანაირად ვერ იქნება 2008 წლის მარტში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარი. აქვე უნდა ვაღიარო, რომ ავტორის მიერ ნახსენები საიტი თავიდან ბოლომდე არის ჩემს დაქვემდებარებაში და ნამდვილად ხელმეწიფებოდა, აღნიშნული სიახლისთვის თარიღის შეცვლა, მაგრამ თუ ჩემი სიტყვები, რომ ეს არ გამიკეთებია, საკმარისი არ არის, შეგიძლიათ წაიკითხოთ თავად სიახლე, სადაც აბიდალი საუბრობს მომავალ მატჩზე, რომელიც მისმა გუნდმა გლაზგოში უნდა გამართოს “რეინჯერსის” წინააღმდეგ. უეფას ოფიციალურ საიტზე კი შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს შეხვედრა 2007 წლის 23 ოქტომბერს გაიმართა. კითხვის ავტორმა ასევე ახსენა ინფორმაციის ინგლისურენოვანი წყარო, რომელშიც თარიღი არ არის, მაგრამ იგივე ლოგიკით, როგორც ქართულ წყაროში, მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს სიახლე სწორედ 2007 წლის ოქტომბერში არის დაწერილი. ასევე შეგვიძლია ვნახოთ “ბარსელონას” ოფიციალურ საიტზე განთავსებული აღნიშნული ინტერვიუ, რომელიც დათარიღებულია 2007 წლის 21 ოქტომბრით. მემგონი, ჩემს მიერ მოყვანილი ფაქტები საკმარისია იმისათვის, რომ კითხვაში გაპარულ შეცდომაში დავრწმუნდეთ. ეხლა კი რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეეძლო ამ გაპარულ შეცდომას, ხელი შეეშალა კითხვის აღებაში: კითხვაში ნახსენები თამაში, მიმდინარე სეზონის, თუ ყველაზე სკანდალური არა, ერთ–ერთი ყველაზე სკანდალური მატჩი მაინც იყო. არ ვიცი რამდენად გამონახავთ ამისათვის დროს, მაგრამ შეგიძლიათ თამაშის სკანდალურობაში დასარწმუნებლად გადმოწეროთ და უყუროთ მთელ შეხვედრას. ამ თამაშიდან კითხვის დასმამდე გასული იყო სულ რაღაც 13 დღე და ვინც ნახა ეს შეხვედრა, აუცილებლად გაიხსენებდა მასში განვითარებულ მოვლენებს და მსჯელობას გუნდში სწორედ ამ მიმართულებით წარმართავდა, რაც თავისთავად გუნდს თავიდანვე არასწორ გზაზე დააყენებდა, რადგან, 2008 წლის მარტში გამართულ შეხვედრაზე მსჯელობა გუნდს ვერანაირად ვერ მიიყვანდა 2007 წლის ოქტომბერში გამართული შეხვედრის შემდეგ ჩაწერილ ინტერვიუზე. ხოლო გუნდის მსჯელობის არასწორი მიმართულებით წარმართვის მთავარი მაპროვოცირებელი კი სწორედ კითხვაში გაპარული შეცდომა იქნებოდა და სხვა არაფერი.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნევთ გათამაშებიდან მოიხსნას სუპერლიგის მე–2 ტურის მე–12 შეკითხვა.

სასურველი ვერდიქტი (სასურველი გააბოლდეთ):
*- დუალური პასუხის ჩათვლა
* - არაკორექტული კითხვის მოხსნა

ჟიურის ვერდიქტი: მიუხედავად იმისა, რომ კითხვაში მოყვანილი ინფორმაცია სავსებით საკმარისი იყო სწორ პასუხამდე მისასვლელად, დაშვებული ფაქტობრივი შეცდომა იძლევა კითხვის მოხსნის საფუძველს. აპელაცია დაკმაყოფილდეს. კითხვა #12 მოხსნილია!
ხმების განაწილება - 2 : 1

უკან წასვლა