აპელაცია #3
გუნდი: „1X“


აპელაციის ტიპი (სასურველი გააბოლდეთ):
* - დუალი
* - არაკორექტულობა

კითხვა # 12, ტური # 2

საავტორო პასუხი: საპატიო მიზეზი (ვილიარეალთან ბარსელონა დამარცხდა საკუთარ მოედანზე 1-2)

გუნდის პასუხი: “თავის მართლება”

აპელაციის არსი და არგუმენტაცია:

ბუნებრივია ეს კითხვა არ დასმულა იმ მიზნით, რომ ვინმეს ზუსტად უნდა სცოდნოდა შოთა ამირანაშვილის ლექსის სათაური, ჩვენ აღნიშნულ სათაურამდე უნდა მივსულიყავით კითხვაში მოცემული 2 მონაცემის დახმარებით.
1. ლექსის შინაარსის მიხედვით უნდა მიმხვდარიყავით რა იყო ის ორი სიტყვა რაც შეიძლება ამ ლექსს რქმეოდა
2. და იმის მიხედვით თუ რა შეიძლება ეთქვა აბიდალს დაღლილობაზე…
გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ აბიდალის ინტერვიუს შემთხვევაში საქმე გვაქვს თარგმანთან, მას ეს სიტყვები არ უთქვამს ქართულ ენაზე, და მისი თარგმნა შეიძლება მრავალნაირად.… ამასთან 2008 წლის მარტში თამაშის შემდეგ, ზოგი საიტის მიხედვით, მაგ:http://barcamania.ge/?p=185 აბიდალმა თქვა ( ამ საიტზე (და ვეჭვობ არცერთ სხვა საიტზეც) არაა აბიდალის სიტყვები ორიგინალლში) რომ “მცირე დროის მონაკვეთში ჩატარებული ბევრი თამაში არ ამართლებს ფეხბურთელებს.”…
ამიტომ მიგვაჩნია რომ რადგანაც “თავის მართლება” არის ის ორი სიტყვა, რომელიც აზრობრივად სრულად შეესაბამება იმას რაც თქვა აბიდალმა, ამასთან ლექსის სათაური მისი შინაარსის მიხედვით ერთნაირი წარმატებით შეიძლება ყოფილიყო როგორც “საპატიო მიზეზი” ისე “თავის მართლება” აღნიშნული პასუხი ჩათვლილი უნდა იქნეს როგორც დუალი, რადგან ამ კითხვის დასმის მიზანი არ ყოფილა ის, რომ პირს ზუსტად უნდა სცოდნოდა თუ რა ერქვა ლექსს, არამედ იყო ის რომ გუნდი, ლოგიკური აზროვნებისა და მოცემული 2 სხვადასხვა მონაცემის გაანალიზების შედეგად მისულიყო სწორ პასუხამდე.

სასურველი ვერდიქტი (სასურველი გააბოლდეთ):
*- დუალური პასუხის ჩათვლა
* - არაკორექტული კითხვის მოხსნა

ჟიურის ვერდიქტი: კითხვის მოხსნის გამო, აპელაცია არ განხილულა

უკან წასვლა