აპელაცია #5
გუნდი: „მიმინო“
აპელაციის ტიპი (სასურველი გააბოლდეთ):
* - დუალი
* - არაკორექტულობა
კითხვა # 8, ტური # 2
საავტორო პასუხი: კუდაბზიკა
გუნდის პასუხი: კუდაბზეკილი
აპელაციის არსი და არგუმენტაცია:
პატივცემულო ჟიურის წევრებო. ჩვენი გუნდი სრულიად ჩასწვდა შეკითხვის არსს, მიხვდა კანადელი ასტრონომის გამოთქმის შინაარსს, მიჰყვა ლოგიკას, მივიდა კუდამდე და კლდიაშვილის ზედსართავ სახელებამდე. რამდენიმე ვერსიის დასახელების შემდეგ (მათ შორის კუდაბზიკა) გუნდი მივიდა დასკვნამდე, რომ „კუდაბზეკილი“ მოქმედი ზედსართავი სახელია და პასუხის ჩათვლა–არ ჩათვლის კრიტერიუმი არ იქნება სიტყვის დაბოლოება („–ეკილი“ ან „–იკა“). დავით კლდიაშვილი იყენებდა ზედსართავ სახელებს იმერული კილოდან გამომდინარე, ჩვენ კი მივუთითეთ ზედსართავი სახელი ამჟამინდელი ლიტერატურული ქართული ენიდან. „კუდაბზიკა“ არის მე–19 საუკუნის იმერულ კილო–კავში არსებული სიტყვა, რაც ნიშნავს „კუდაბზეკილს“
ჩვენ გვესმის, რომ წმინდა ფორმალურად, რასაკვირველია, შეიძლება ჩვენი პასუხის არ ჩათვლა, მაგრამ რა? სად? როდის? არის თამაში, რომელიც ვერ იტანს ფორმალიზმს და საჭიროებს შემოქმედებით მიდგომას, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამოიჩინა #8 კითხვის განხილვის დროს.
გთხოვთ ჩაგვითვალოდ ქულა!
სასურველი ვერდიქტი (სასურველი გააბოლდეთ):
*- დუალური პასუხის ჩათვლა
* - არაკორექტული კითხვის მოხსნა
ჟიურის ვერდიქტი: სიტყვა კუდაბზიკა და კუდაბზეკილი ერთი და იგივე არ არის.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ირ.აბაშიძე, რ.მეტრეველი, არნ.ჩიქობავა, შ.ძიძიგური, მ.ჭაბაშვილი. თბ, 1990წ. ტ.1, გვ.589:
კუდაბზეკილი – რასაც კუდი აბზეკილი აქვს.
კუდაბზიკა – ისეთი (ადამიანი), რომელიც არაფერს წარმოადგენს და თავი დიდ რამედ მოაქვს: უსაფუძვლოდ პრეტენზიული და მით სასაცილო.
კითხვაში ლაპარაკი იყო, რომ ასტრონომიულ ობიექტებს აქვთ კუდი. და „კუდი“ ფიგურირებს ზედსართავ სახელშიო. იგი ფიგურირებს ფუძედ სიტყვაში „კუდაბზიკა“. მაგრამ სიტყვა „კუდაბზიკა“ კუდის (სხეულის ნაწილი) აბზეკას არ ნიშნავს, რასაც ნიშნავს „კუდაბზეკილი“.
ასეც რომ არ იყოს, დავით კლდიაშვილს გამოყენებული აქვს ზედსართავი სახელი კუდაბზიკა და არა კუდაბზეკილი.
აპელაცია არ დაკმაყოფილდეს!!!
ხმების განაწილება - 3 : 0