აპელაცია #1
გუნდი: „ენიგმა“
აპელაციის ტიპი (სასურველი გააბოლდეთ):
* - დუალი
* - არაკორექტულობა
კითხვა #15, ტური #3:
15. გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს აშშ საპროტესტო მოძრაობამ მოიცვა. ამავე დროს გააქტიურდნენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენების უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. პიკს მიაღწია ფემინისტურმა მოძრაობამ, შეიქმნა შავკანიან ამერიკელთა ორგანიზაცია ”შავი ავაზები”. ამავე პერიოდში აშშ-ში მოსახლეობის სწრაფად მზარდმა ჯგუფმა შექმა საკუთარი უფლებების დამცველი საზოგადოება სახელწოდებით ”რუხი ავაზები”. რა კატეგორიის ამერიკელების უფლებებს იცავდა საზოგადოება „რუხი ავაზები“?
საავტორო პასუხი: ხანშიშესულების (რუხი — ჭაღარა)
გუნდის პასუხი: კუბელი ემიგრანტების
აპელაციის არსი და არგუმენტაცია:
გუნდ „ენიგმას“ მიაჩნია, რომ ეს არის კითხვა, რომელშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტობრივი შეცდომა, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა იმაზე, რომ გუნდის წევრებმა ფიქრი დაიწყეს სულ სხვა მიმართულებით.
საქმე იმაშია, რომ კითხვა გვეკითხება ორგანიზაციის შესახებ, რომელიც დაარსდა 60–იან წლებში. ეს ნიშნავს, რომ გუნდის წევრებმა, ბუნებრივია, ფიქრი დაიქყეს იმ მოვლენებზე, რომლებიც სწორედ დროის ამ პერიოდში ხდებოდა. შესაბამისად, ერთ–ერთი ვერსია, რომელიც ამორჩეული იქნა ჩვენს მიერ იყო – კუბელი ემიგრანტების უფლებების დაცვის ორგანიზაცია, რადგან სწორედ 60–იან წლებში მოაწყდ აშშ–ს კუბელი ემიგრანტების დიდი რაოდენობა.
„ნაცრისფერი ავაზების“ ოფიციალური ვებ გვერდი ცალსახად ამბობს, რომ ორგანიზაცია შეიქმნა 1970 წელს, ხოლო სახელი ეწოდა 1972 წელს (
ლინკი). იგივეს ამბობს, მეგი კუნისადმი და „ნაცრისფერი ავაზებისადმი“ მიძღვნილი სხვა ვებ გვერდი (
ლინკი). ანალოგიურად, ვიკიპედიაც ადასტურებს, რომ ორგანიზაცია, სწორედ 1970 წელს შეიქმნა (
ლინკი). ვიკიპედიის მეორე სტატია, რომელიც ამ ორგანიზაციის დამაარსებელს, ქალბატონ მეგი კუნს ეხება, ამბობს, რომ ორგანიზაცია 1971 წელს შეიქმნა.
შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ჟიურის პატივცემული წევრები დაეთანხმებიან იმ მოსაზრებას, რომ 1970, 1971 ან 1972 წელი, არანაირად არ არის იგივე, რაც 1960–იანი წლები.
ეს ფაქტი მნიშვნელოვანია გუნდისთვის, რადგან 70–იანი წლების დასაწყისი რომ ყოფილიყო ნახსენები, ძალიან ბევრი ვერსია იმთავითვე გამოირიცხებოდა და არ იყო გამორიცხული, რომ სწორ პასუხამდეც მივსულიყავით.
აქვე უნდა ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ კითხვაში არასწორად არის ფორმულირებული ორგანიზაციის სახელწოდება – „რუხი ავაზები“. ბუნებრივია, როდესაც ქალბატონი კუნი სახელს არქმევდა ამ ორგანიზაციას, მას მხედველობაში არ ჰქონდა ფერი „რუხი“ ან „ნაცრისფერი“, არამედ ჰქონდა გრეი, როგორც „ჭაღარა“. ჩვენ გვესმის, რომ ჭაღარის ხსენება კითხვაში შეუძლებელი იყო, რადგან კითხვა აზრს დაკარგავდა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი იყო ამ უზუსტობის აღმოფხვრა სხვაგვარი ფორმულირებით, თუნდაც ასე – „ამავე პერიოდში აშშ-ში მოსახლეობის სწრაფად მზარდმა ჯგუფმა შექმა საკუთარი უფლებების დამცველი საზოგადოება, რომლიც სახელწოდება შეიძლება ითარგმნოს, როგორც ”რუხი ავაზები”.
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით, გთხოვთ, მოხსნათ ეს კითხვა მასში არსებული რამდენიმე ფაქტობრივი უზუსტობის გამო.
სასურველი ვერდიქტი (სასურველი გააბოლდეთ):
*- დუალური პასუხის ჩათვლა
* - არაკორექტული კითხვის მოხსნა
ჟიურის ვერდიქტი: სამწუხაროდ, კითხვაში მართლაც არის ფორმალური შეცდომა. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვართ, არც ერთი გუნდისთვის კითხვაზე პასუხის გაცემაში ამ შეცდომას ხელი არ შეუშლია, 1970 (და, მითუმეტეს, 1972) წელი ვერ ჩაითვლება 1960-იანი წლების შემადგენელ ნაწილად.
ჟიურის ვერდიქტი - აპელაცია დაკმაყოფილდეს. კითხვა #15 მოხსნილია!
ხმების განაწილება - 3 : 0