აპელაცია #2
გუნდი: „ენიგმა“


აპელაციის ტიპი (სასურველი გააბოლდეთ):
* - დუალი
* - არაკორექტულობა

კითხვა #20, ტური #3:
20. ცნობილია, რომ პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი ისტორიაში შევიდა მათ შორის იმით, რომ საკუთარ ინაუგურაციაზე გაცივდა და სულ ერთ თვეში გარდაიცვალა (1841 4 მარტი - 4 აპრილი).მაშ კიდევ რა მაჩვენებლით შევიდა ისტორიაში პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი?
საავტორო პასუხი: ყველაზე გრძელი საინაუგურაციო სიტყვა

გუნდის პასუხი: პირველი პრეზიდენტი რომელიც გარდაიცვალა პრეზიდენტობისას

აპელაციის არსი და არგუმენტაცია:

გუნდ „ენიგმას“ მიაჩნია, რომ კითხვა არის ტიპიური დუალი, რადგან მასზე თანაბარი წარმატებით იყო შესაძლებელი გაცემული ყოფილიყო ერთზე მეტი პასუხი. ჩვენს არგუმენტებს ამასთან დაკავშირებით, ქვემოთ მოგახსენებთ.
სათამაშო მაგიდასთან მიმდინარე განხილვისას დასახელებული იქნა შემდეგი ვერსიები, რომელთაგან მიგვაჩნია, რომ ყველას აქვს არსებობის უფლება. (ფრჩხილებში მიწერილია წყაროები, საიდანაც შეიძლება ამ ფაქტების გადამოწმება)
1) ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის შვილიშვილიც გახდა პრეზიდენტი (http://en.wikipedia.org/wiki/William_Henry_Harrison)
2) პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოკვდა პრეზიდენტობისას http://en.wikipedia.org/wiki/William_Henry_Harrison
3) პირველი პრეზიდენტი, რომელმაც პრეზიდენტობისას გადაიღო სურათი http://en.wikipedia.org/wiki/William_Henry_Harrison
4) პრეზიდენტი რომელსაც ჰქონდა ყველაზე გრძელი საინაგურაციო სიტყვა http://en.wikipedia.org/wiki/William_Henry_Harrison
5) პირველი პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელმაც გამოიყენა წინასაარჩევნო ლოზუნგი ("Tippecanoe and Tyler too"). http://www.american-presidents.com/william-henry-harrison
6) ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობისას ვერ მოესწრო ვერც წლიწადის დასაწყისს (1841 წელი პრეზიდენტის რანგში დაიწყო ვან ბურენმა) და ვერც წელიწადის დასასრულს (1841 წელი პრეზიდენტის რანგში დაასრულა ტაილერმა) (ამერიკის პრეზიდენტების სია, თუნდაც - http://en.wikipedia.org/wiki/List_of_Presidents_of_the_United_States)

კითხვის ფორმულირების მიხედვით, გუნდს უნდა დაესახელებინა კიდევ რა მაჩვენებლით შევიდა ჰარისონი ისტორიაში. თუ ვნახავთ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (რედ. კოლეგია - ირ. აბაშიძე, რ. მეტრეველი, არნ. ჩიქობავა, შ. ძიძიგური, მ. ჭაბაშვილი, თბილისი 1990) სიტყვა ”მაჩვენებელის” მნიშვნელობას, აღმოჩნდება, რომ იგი შეიძლება ნიშნავდეს
ა) ვინც, რაც აჩვენებს, უთითებს რამეზე
ბ) რის მიხედვითაც შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ რაიმე მოვლენის ან პროცესის ვითარება-მდგომარეობაზე
გ) ინდექსი; საძიებელი

აქედან ნათლად ჩანს, რომ მაჩვენებელი არ არის მაინც და მაინც თვლადი ან გაზომვადი რამ. ამიტომ ყველაფერი ის რისი მეშვეობითაც ”შეიძლება წარმოდგენა ვიქონიოთ რაიმეს შესახებ“, ან ის „რაც აჩვენებს, უთითებს რამეზე“, შეიძლება იყოს მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი ფაქტები, როგორიცაა „პირველი“, ”ყველაზე ახალგაზრდა”, ”პირველი”, ”უკანასკნელი”, ”ყველაზე მაღალი”, ”ყველაზე მსუქანი”, ”ერთადერთი” და ასე შემდეგ, რაც გვიქმნის წარმოდგენას ამა თუ იმ ადამიანზე, შეიძლება იყოს მაჩვენებელი. შესაბამისად, ზემოთ ნახსენები აბსოლუტურად ყველა ფაქტი, განსაკუთრებით კი ჩვენს მიერ დაწერილი პასუხი - ”პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა პრეზიდენტობის დროს” აბსოლუტურად ჯდება პასუხში. ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ რაიმე მაჩვენებლით ისტორიაში შესვლა არ ნიშნავს მხოლოდ რაიმე გაზომვადი მაჩვენებლით (წვერის სიგრძე, ფეხის ზომის სიგრძე და ასე შემდეგ) თავის გამოჩენას, არამედ, ასევე გულისხმობს სხვადასხვა სფეროებში პირველობას. ჰარისონისათვის ისტორიაში შემსვლელი „მაჩვენებელი“ (რაოდენ სამწუხაროდაც არ ჟღერს ეს მისთვის) შეიძლება ყოფილიყო არა მხოლოდ „საინაგურაციო გამოსვლის სიგრძე“, არამედ „პირველობა იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებიც დაიღუპნენ თეთრ სახლში ყოფნის დროს“.

აქვე, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ იმის გამო, რომ გუნდი „ენიგმა“ მესამე ტურის დროს იჯდა კუთხეში, სადაც კარგად არ ისმის წამყვანის ხმა, ხშირად გვიხდებოდა წამყვანისთვის კითხვის გამეორების თხოვნა. ამ კონკრეტულ კითხვაზეც, იმის გამო, რომ დავრწმუნებულიყავით რას გვეკითხებოდა ზუსტად წამყვანი, ბატონ ლაშა კილაძეს შევეკითხეთ ყველას თანდასწრებით, თუ როგორ იყო კითხვა ფორმულირებული. მისი პასუხი იყო – „კიდევ რითი შევიდა ისტორიაში ჰარისონიო“. მისი ამ განცხადებითაც კარგად ჩანს, რომ, კითხვის ავტორი აბსოლუტურად ეთანხმება სიტყვა „მაჩვენებლის“ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში არსებულ ახსნას და არ მიაჩნია, რომ ამ კითხვის გასაღები მაინც და მაინც სიტყვა „მაჩვენებელში“ იდო.

სხავათა შორის, უნდა ხაზი გაესვას იმ გარემოებას, რომ ჰარისონის მიერ ისტორიაში შესვლა, როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა პოსტზე ყოფნისას არის ცალსახა და ეს მაჩვენებელი (პირველობა ოფისში გარდაცვლილებს შორის) თითქმის ყველა საენციკლოპედიო სტატიაში რომელიც ეხება უილიამ ჰენრი ჰარისონს, ხაზგასმულია! დასადასტურებლად იხილეთ შემდეგი წყაროები ავტორიტეტული გამოცემებისგან:
ა) ვიკიპედია (http://en.wikipedia.org/wiki/William_Henry_Harrison).
აღსანიშნავია, რომ ვიკიპედია სწორედ რომ ერთად ახსენებს ჰარისონის ყველაზე ხანმოკლე პრეზიდენტობას და იმ ფაქტს, რომ იგი იყო პირველი ადამიანი, რომელიც პრეზიდენტობისას გარდაიცვალა. ციტატა – „Harrison died thirty-one days into his term — the briefest presidency in the history of the office. He was also the first U.S. President to die while in office“
ბ) ენციკლოპედია ამერიკანა (http://ap.grolier.com/article?assetid=0194730-00)
ენციკლოპედია ამერიკანა ასევე პირველივე აბზაცში ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჰარისონი იყო პირველი, რომელიც დაიღუპა ოფისში. ციტატა – „The oldest president up to that time, to be inaugurated, he was also the first to die in office, surviving only one month“
გ) ენციკლოპედია ბრიტანიკა (http://student.britannica.com/comptons/article-9274783/William-Henry-Harrison)
ზუსტად იგივენაირად, ენიკლოპედია ბრიტანიკა ჰარისონის ცხოვრების მოკლე აღწერაში ახსენებს იმ ფაქტს, რომ იგი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც დაიღუპა პრეზიდენტობისას.
დ) ენციკლოპედია ენკარტა
(http://encarta.msn.com/encyclopedia_761570955/william_henry_harrison.html)
ანალოგიური რამ არის ნათქვამი ენციკლოპედია ენკარტაშიც. ციტატა – He was the first president to die during his term of office, and his administration, which lasted exactly one month, was the shortest in U.S. history.

აქვე კიდევ ერთხელ მივაპყრობ თქვენს ყურადღებას კითხვის ფორმულირებას – „მაშ კიდევ რა მაჩვენებლით შევიდა პრეზიდენტი ჰარისონი ისტორიაში?“. კითხვაში სიტყვა „მაშ“–ის არსებობა მიუთითებს, რომ პრეზიდენტი ჰარისონის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო კავშირში კითხვაში ზემოთ მოყვანილ ფაქტთან (ანუ მის გარდაცვალებასთან). სწორედ ამ სიტყვის არსებობის გამო ჩვენ გამოვრიცხეთ ყველა სხვა ვერსია ზემოთჩამოთვლილი ექვსი ვერსიიდან, გარდა მეორისა (გუნდის პასუხი – პირველი პრეზიდენტი, რომელიც მოკვდა), მეოთხისა (საავტორო პასუხი) და მეექვსისა.

უკვე ამ სამი ვერსიიდან პასუხების ამორჩევისას უპირატესობა მივანიჭეთ მეორე ვერსიას, იმის გამო, რომ პასუხი „პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა პრეზიდენტობისას“ უშუალო კავშირშია ჰარისონის გარდაცვალების ფაქტთან, ხოლო პასუხი „ყველაზე გრძელი საინაგურაციო სიტყვა“ ჰარისონის გარდაცვალების ფაქტთან უშუალო კავშირში არ არის. ჩვენი აზრით ფრიად სადაოა იმის მტკიცება, თუ რამ გამოიწვია ჰარისონის გარდაცვალება – გრძელმა საინაგურაციო სიტყვამ, ცუდმა ამინდმა, იმან, რომ ის ჯიუტი იყო და ლაბადა არ ეცვა, საინაუგურაციო სიტყვის დასრულების შემდეგ ხალხში გასეირნების სურვილმა, თუ ექიმების მიერ ჩატარებულმა კატასტროფულმა თერაპიამ. ყველა ეს ფაქტი შეიძლება გადამოწმდეს უილიამ ჰენრი ჰარისონისადმი მიძღვნილ ნებისმიერ საენციკლოპედიო სტატიაში, მათ შორის ვიკიპედიაში – http://en.wikipedia.org/wiki/William_Henry_Harrison#Shortest_presidency
უფრო მეტიც, ვიკიპედიაში პირდაპირ არის ნახსენები, რომ ინაგურაციის დღეს მისი გაციება ქარში დიდი ხნის ყოფნის გამო არ არის სწორი ვერსია. გთავაზობთ ციტატას:
„On March 26, Harrison became ill with a cold. The presumptive story, which has become common knowledge despite its falsity, is that the inauguration day exposure was the cause of his illness. In fact, it was more than three weeks after the inauguration when Harrison began showing any sign at all of ill health, although the cold did worsen after Harrison was caught in a rain shower that day and rapidly turned to pneumonia and pleurisy. (According to the prevailing medical misconception of the times, microorganisms being still unknown, it was believed that his illness was directly caused by the bad weather, when, in fact, he was likely a victim of the virus that causes the common cold, exacerbated by the drastic pressures of his changing circumstances and the unceasing crush of office seekers.) He sought to rest in the White House, but could not find a quiet room because of the steady crowd of office seekers; in addition, his extremely busy social schedule made any rest time scarce.“
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ სტატიაში აშშ–ის პრეზიდენტების სიკვდილის შესახებ თეთრ სახლში, ნიუ იორკ ტაიმსი (ლინკი) ჰარისონის სიკვდილის მიზეზად სწორედ იმ ფაქტს ასახელებს, რომ მას ლაბადა არ ეცვა წვიმიან დღეს, დიდი ხნის განმავლობაში ცივ ამინდში დგომას კი სრულადაც არ მიიჩნევს ფაქტორად, რადგან მას ერთი სიტყვითაც კი არ ახსენებს უფრო მეტიც, ცნობილია, რომ ჰარისონის შვილიშვილმა ბენჯამინ ჰარისონმა რათა ბაბუის შეცდომა არ გაემეორებინა და არ გაციებულიყო ინაგურაციის წვიმიან დღეს განგებ ჩაიცვა ლაბადა (!), ხოლო მისი სიტყვა, ოდნავ უფრო მოკლე იყო ბაბუა ჰარისონის სიტყვაზე (ლინკი). ამ ფაქტთან დაკავშირებით იხილეთ ციტატა ვიკიპედიიდან – „In 1889, President Benjamin Harrison gave his inaugural address in the rain. Understanding his grandfather's mistakes, he asked his outgoing predecessor (and later his successor), Grover Cleveland, to hold an umbrella above his head, since he also delivered a long inaugural address.“

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ განიხილოთ გუნდ „ენიგმას“ აპელაცია და ჩაუთვალოთ პასუხი „პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა პრეზიდენტობისას“.

სასურველი ვერდიქტი (სასურველი გააბოლდეთ):
*- დუალური პასუხის ჩათვლა
* - არაკორექტული კითხვის მოხსნა

ჟიურის გაერთიანებული ვერდიქტები #2 და #3 აპელაციებზე: შესაძლო დუალების სიმრავლის გამო, ჟიურიმ გადაწყვიტა განიხილოს ყველა პასუხი ამ კითხვაზე და ცალ-ცალკე ვერდიქტი გამოიტანოს.

კითხვის ამგვარი ფორმულირება მრავალი დუალის პოვნის საფუძველია. ჟიურიმ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მაჩვენებელი შეიძლება არარაოდენობრივიც იყოს და, შესაბამისად, ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება ჩაითვალოს შემდეგი პასუხები:
• პირველი პრეზიდენტი, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა პრეზიდენტობისას
• ყველაზე მოკლევადიანი პრეზიდენტი
• პრეზიდენტობის ყველაზე მოკლე ვადა
• პრეზიდენტი ყველაზე ხანმოკლე ვადით
• პრეზიდენტის პოსტზე მომკვდარი პირველი პრეზიდენტი
• პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა პრეზიდენტობისას
• პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა თეთრ სახლში


რაც შეეხება სხვა პასუხებს, ისინი, უბრალოდ, არასწორია (ყველაზე ცოტა ხანს თეთრ სახლში იცხოვრა ჯორჯ ვაშინგტონმა - 0 წელი, 0 თვე, 0 დღე ☺; ყველაზე ხანშესული პრეზიდენტი იყო რონალდ რეიგანი; ჰარისონს ცოლიც ჰყავდა, ბავშვებიც, ხოლო მამა პრეზიდენტი არ ჰყოლია; ორჯერ არაზედიზედ პრეზიდენტი იყო გროვერ კლივლენდი და ა.შ.) ან კითხვის ფორმას არ შეესაბამება (პასუხები 5-ცენტიანი მონეტის, ინაუგურაციისა და დამოუკიდებლობის დღის შესახებ)

აპელაციები დაკმაყოფილდეს!

ხმების განაწილება - 2 : 1

უკან წასვლა