აპელაცია #3
გუნდი: „მიმინო“
აპელაციის ტიპი (სასურველი გააბოლდეთ):
* - დუალი
* - არაკორექტულობა
კითხვა #20, ტური #3:
20. ცნობილია, რომ პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი ისტორიაში შევიდა მათ შორის იმით, რომ საკუთარ ინაუგურაციაზე გაცივდა და სულ ერთ თვეში გარდაიცვალა (1841 4 მარტი - 4 აპრილი).მაშ კიდევ რა მაჩვენებლით შევიდა ისტორიაში პრეზიდენტი უილიამ ჰენრი ჰარისონი?
საავტორო პასუხი: ყველაზე გრძელი საინაუგურაციო სიტყვა
გუნდის პასუხი: პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა თეთრ სახლში
აპელაციის არსი და არგუმენტაცია:
შეკითხვა აშკარად ცუდადაა ფორმულირებული. ვეთანხმებით, რომ პასუხი „ყველაზე გრძელი საინაუგურაციო სიტყვა“ ლოგიკურია, მაგრამ შესაძლებელია კიდევ არანაკლებ 10 სხვადასხვა პასუხის გაცემა შეკითხვაზე: „კიდევ რა მაჩვენებლით შევიდა ისტორიაში პრეზიდენტი ჰარისონი?“
ჩვენ დავწერეთ, რომ ის იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა თეთრ სახლში (ანუ კონკრეტულად ამ შენობაში), რაც აბსოლუტური სიმართლეა.
გარდა ამისა მას ჰყავდა 10 შვილი, 31 შვილიშვილი და 76 შვილთაშვილი. პასუხი: „ყველაზე მრავალრიცხოვანი შთამომავლობის მყოლი აშშ–ს პრეზიდენტი“ ითვლება თუ არა?
სახეზეა აშკარად ცუდად ფორმულირებული შეკითხვა, რომელსაც შეიძლება ფორმალურად ბევრი სწორი პასუხი ქონდეს. გთხოვთ ჩაგვითვალოთ ქულა!
სასურველი ვერდიქტი (სასურველი გააბოლდეთ):
*- დუალური პასუხის ჩათვლა
* - არაკორექტული კითხვის მოხსნა
ჟიურის გაერთიანებული ვერდიქტები #2 და #3 აპელაციებზე: შესაძლო დუალების სიმრავლის გამო, ჟიურიმ გადაწყვიტა განიხილოს ყველა პასუხი ამ კითხვაზე და ცალ-ცალკე ვერდიქტი გამოიტანოს.
კითხვის ამგვარი ფორმულირება მრავალი დუალის პოვნის საფუძველია. ჟიურიმ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მაჩვენებელი შეიძლება არარაოდენობრივიც იყოს და, შესაბამისად, ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება ჩაითვალოს შემდეგი პასუხები:
• პირველი პრეზიდენტი, რომელიც თავისი სიკვდილით მოკვდა პრეზიდენტობისას
• ყველაზე მოკლევადიანი პრეზიდენტი
• პრეზიდენტობის ყველაზე მოკლე ვადა
• პრეზიდენტი ყველაზე ხანმოკლე ვადით
• პრეზიდენტის პოსტზე მომკვდარი პირველი პრეზიდენტი
• პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა პრეზიდენტობისას
• პირველი პრეზიდენტი, რომელიც გარდაიცვალა თეთრ სახლში
რაც შეეხება სხვა პასუხებს, ისინი, უბრალოდ, არასწორია (ყველაზე ცოტა ხანს თეთრ სახლში იცხოვრა ჯორჯ ვაშინგტონმა - 0 წელი, 0 თვე, 0 დღე ☺; ყველაზე ხანშესული პრეზიდენტი იყო რონალდ რეიგანი; ჰარისონს ცოლიც ჰყავდა, ბავშვებიც, ხოლო მამა პრეზიდენტი არ ჰყოლია; ორჯერ არაზედიზედ პრეზიდენტი იყო გროვერ კლივლენდი და ა.შ.) ან კითხვის ფორმას არ შეესაბამება (პასუხები 5-ცენტიანი მონეტის, ინაუგურაციისა და დამოუკიდებლობის დღის შესახებ)
აპელაციები დაკმაყოფილდეს!
ხმების განაწილება - 2 : 1