აპელაცია #4
გუნდი: „ვიკიპედია“
აპელაციის ტიპი (სასურველი გააბოლდეთ):
* - დუალი
* - არაკორექტულობა
2 ლიგა (ზონა ”ა”), კითხვა #1, ტური #4
საავტორო პასუხი: ბრაზილია, მექსიკა, ფილიპინები
გუნდის პასუხი: ბრაზილია, მექსიკა, არგენტინა
აპელაციის არსი და არგუმენტაცია:
გუნდ “ვიკიპედიას მიაჩნია, რომ საავტორო პასუხი არასწორია. არსებობს ბევრი წყარო, სადაც გარკვევით წერია რომ ბრაზილიაშიც და ფილიპინებშიც კათოლიკე მოსახლეობის რაოდენობა მთელი მოსახლეობის 90%- ზე ნაკლებია. მაგალითად:
ბრაზილია
http://en.wikipedia.org/wiki/Brasil#Religion
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/br.html
http://www.splendoroftruth.com/curtjester/archives/007984.php
ყველა ეს წყარო გვამცნობს, რომ ბრაზილიაში კათოლიკე მოსახლეობის რაოდენობა ნაკლებია არათუ მთელი მოსახლეობის 90 პროცენტზე, არამედ 75 პროცენტზეც კი.
ფილიპინები
ამ შემთხვევაში ზემოთაღნიშნული მაჩვენებელი მართლაც უახლოვდება 90 პროცენტს, მაგრამ მეტი მაინც არ არ არის:
ვიკიპედიაში ვკითხულობთ სტატიას:
http://en.wikipedia.org/wiki/Religion_in_the_Philippines
რომლის დასასრულს მოყვანილია სტატისტიკური მონაცემი 2000 წლის მდგომარეობით:
The following statistics are from the CIA Factbook and the 2000 census: [9]
Christian: 90.3%
Roman Catholic: 80.9%
Evangelical: 2.8%
Iglesia ni Cristo: 2.2%
Aglipayan: 2%
other Christian: 4.5%
Muslim: 5%
other: 1.8%
unspecified: 0.6%
none: 0.1%
გაბოლდებული არის ის რელიგიური მიმართულები, რომლებიც ითვლებიან კათოლიკურად (ან მის განშტოებად), მაგრამ მათი შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლების ჯამი 90 პროცენტზე ნაკლებია.
იგივე სტატისტიკური მონაცემებია აქაც:
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/rp.html
თუ არ არსებობს ამ მონაცემების მქონე არაევროპული (კითხვაში იყო ნათქვამი რომ სამივე ქვეყანა არაევროპულია) სამი ქვეყანა მაინც, მაშინ რაღა თქმა უნდა კითხვა არაკორექტულია და უნდა მოიხსნას. ხოლო თუ არსებობს ასეთი სამი ქვეყანა მაინც, მაშინ კითხვას პასუხი აქვს, ოღონდ არაავტორისეული. ამ შემთხვევაში ჩვენი აზრით კითხვა ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო (შეუძლებელია იცოდე ყველა არაევროპული ქვეყნის თითქმის ზუსტი სტატისტიკური მონაცემი ზეპირად) მაინც არაკორექტულია (როგორ უნდა იფიქრო რომ, ბრაზილია, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი კათოლიკე ცხოვრობს, ერთ ერთი სწორი პასუხი არ არის) და უნდა მოიხსნას. თუმცა თუ აღმოჩნდება გუნდი, რომელმაც ეს სტატისტიკური მონაცემები ზეპირად იცოდა და სწორად უპასუხა, თანახმანი ვართ გაუქმდეს საავტორო პასუხის იდენტური ყველა პასუხი და ქულა დაეწეროს ამ გუნდს
სასურველი ვერდიქტი (სასურველი გააბოლდეთ):
*- დუალური პასუხის ჩათვლა
* - არაკორექტული კითხვის მოხსნა
სააპელაციო ჟიურის ვერდიქტი: სააპელაციო ჟიურიმ გადაამოწმა ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით და დაადგინა:
არცერთი წყარო არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბრაზილიის და ფილიპინების მოსახლეობის 90%–ზე მეტი კათოლიკეა. რომ ყოფილიყო ფორმულირება: „ამ ქვეყნებში მცხოვრებ მორწმუნეთა 90%–ზე მეტი“, მაშინ კიდევ შესაძლებელი იქნებოდა მსჯელობა, მაგრამ ვინაიდან ბრაზილიის მოსახლეობის 7,4% ათეისტი/აგნოსტიცისტია, დაახლოებით 15% კი – პროტესტანტი, ძალზე რთულია იმის მტკიცება, რომ ბრაზილიის მოსახლეობის 90%–ზე მეტი კათოლიკეა.
ვერდიქტი: აპელაცია დაკმაყოფილდეს! შეკითხვა მოიხსნა!
ხმების განაწილება - 3 : 0