თბილისის 37-ე ჩემპიონატი

ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?”
(სპორტული ვერსია)

შემოდგომა, 2008

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის ფოიე, I კორპუსი, მე-2 სართული

დ ე ბ უ ლ ე ბ ა



1. მიზანი და ამოცანები

თბილისის რეგულარული ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია), შემდგომში “ჩემპიონატი” მიზნად ისახავს:
1) საქართველოში ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვას, შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას.
2) ქვეყნის სტუდენტი-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონისა და ერუდიციის ამაღლებას, მათ მომზადებას ინტელექტუალთა საერთაშორისო შეჯიბრებებისა და სატელევიზიო თამაშებისათვის.
3) თბილისის 37–ე ჩემპიონატის გამარჯვებულისა და პრიზიორების გამოვლენას ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია).
4) საქართველოს მე–15 ჩემპიონატის მონაწილე გუნდების გამოვლენას.

2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი

1) ჩემპიონატს ატარებს საქართველოს ინტლექტუალური თამაშების კლუბი “რა? სად? როდის?”.
2) შეჯიბრების ჩატარების კალენდარი განისაზღვრება ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დადგენილ ვადებში
3) ჩემპიონატის თამაშებს ემსახურება: წამყვანი, 6 სეკუნდანტი და შეკითხვების რედაქტორები, რომელთაც ნიშნავს ორგკომიტეტი
4) შეჯიბრება ტარდება “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური წესების შესაბამისად.

3. თბილისის რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილეობის წესები

1) თბილისის რეგულარული ჩემპიონატი შედგება 5 ლიგისგან: სუპერლიგა, პირველი ლიგა, მეორე ლიგა, მესამე ლიგა და ჩელენჯ–ლიგა.
2) თითოეულ ლიგაში თამაშობს 24–26 გუნდი.
3) ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლიგებს შორის გუნდების მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად:
• სუპერლიგაში 21–ე და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი გადაინაცვლებს პირველ ლიგაში;
• პირველ ლიგაში 1–2 ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს სუპერლიგაში; პირველ ლიგაში მე–18 და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი გადაინაცვლებს მეორე ლიგაში;
• მეორე ლიგაში 1–3 ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს პირველ ლიგაში; მეორე ლიგაში მე–17 და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი გადაინაცვლებს მესამე ლიგაში;
• მესამე ლიგაში 1–3 ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს მეორე ლიგაში; მეორე ლიგაში მე–15 და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი გადაინაცვლებს ჩელენჯ–ლიგაში;
• ჩელენჯ–ლიგაში 1–3 ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს მესამე ლიგაში; ჩელენჯ–ლიგის ბოლო 10 გუნდი სამუდამოდ გავარდება კლუბიდან;
• ჩელენჯ–ლიგაში მოსახვედრად ყოველი სეზონის დაწყების წინ გაიმართება შესარჩევი ტურნირი ყველა მსურველისათვის. შესარჩევი ტურნირის გამარჯვებულები დაიკავებენ ვაკანტურ ადგილებს მესამე ლიგაში.
4) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუნდი თავისი სურვილით, ფინანსური შესატანის დროულად არ შეტანის, ან სხვა მიზეზების გამო უარს აცხადებს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე, მის ადგილს დაიკავებს სეზონის ბოლოს დაგროვილი ქულებით მის შემდეგ მყოფი გუნდი.
5) იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გუნდი აგროვებს თანაბარ ქულებს, ზემდგომ ლიგაში გადადის ან ქვედა ლიგაში ვარდება უკეთესი/უარესი რეიტინგის მქონე გუნდი (რეიტინგი დაითვლება იმის მიხედვით, თუ ვის უფრო მეტი მაღალი ადგილი აქვს დაკავებული რეგულარული ჩემპიონატის შესაბამისი ლიგის ყველა ტურში).
6) ლიგების შემადგენლობა 2008 წლის 21 სექტემბრისათვის თან ერთვის ამ დებულებას.

4. გუნდების განაცხადის გაფორმება და საერთო პირობები

1) ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას სეზონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
2) განაცხადში შეიძლება შეტანილი იქნას 9 მოთამაშის გვარი.
3) ჩემპიონატში მონაწილე გუნდებში უნდა თამაშობდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც შეტანილნი არიან გუნდის განაცხადში.
4) ჩემპიონატზე ერთ მოთამაშეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი გუნდის წევრი. ჩემპიონატის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა დაუშვებელია.
5) თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-ს, მინიმალური – 3–ს. გამონაკლისი არ დაიშვება.

5. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები

• ჩემპიონატი თბილისის სუპერლიგაში
1) თბილისის სუპერლიგაში მონაწილეობს 24–26 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად. ტურები გაიმართება კვირა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში, ან განსხვავებულ დროს და ადგილზე საორგანიზაციო კომიტეტის თანხმობის საფუძველზე.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 20 შეკითხვა. დასმული 20 კითხვის საფუძველზე გამოვლინდება სუპერ ლიგის ტურის გამარჯვებული.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდება თბილისის სუპერლიგის გამარჯვებული, რომელიც გახდება თბილისის ჩემპიონი.
5) იმ შემთხვევაში, თუ ქულების საბოლოო შეჯამების შემდეგ თანაბარი ქულები მოაგროვა ერთზე მეტმა გუნდმა, გაიმართება სუპერ ფინალი. სუპერფინალი გაიმართება მეექვე ტურის ჩატარების დღესვე ქულების დაჯამების შემდეგ.
6) სუპერფინალში გათამაშდება 7 კითხვა. გუნდი, რომელიც პასუხს გასცემს კითხვების მეტ რაოდენობას ცხადდება სუპერლიგის გამარჯვებულად.
7) იმ შემთხვევაში, თუ გუნდებმა მოაგროვეს თანაბარი ქულები, თამაში გაგრძელდება ე.წ. “უეცარი სიკვდილის” პრინციპით.
8) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდებიან ის გუნდები, რომლებიც 3.3 პუნქტის მიხედვით დატოვებენ სუპერლიგას.

• ჩემპიონატი თბილისის პირველ ლიგაში
1) თბილისის პირველ ლიგაში მონაწილეობს 24–26 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად. ტურები გაიმართება კვირა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 15 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდება თბილისის პირველი ლიგის გამარჯვებული და მეორეადგილოსანი, რომლებიც მოიპოვებენ სუპერ ლიგაში გადასვლის უფლებას; ასევე გამოვლინდება ის გუნდები, რომლებიც 3.3 პუნქტის მიხედვით დატოვებენ პირველ ლიგას.

• ჩემპიონატი თბილისის მეორე ლიგაში
1) თბილისის მეორე ლიგაში მონაწილეობს 24–26 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად. ტურები გაიმართება კვირა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 14 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდებინ გუნდები, რომლებიც დებულების 3.3 პუნქტის შესაბამისად მოიპოვებენ ზემდგომ ლიგაში გადასვლის უფლებას ან დატოვებენ შესაბამის ლიგას.

• ჩემპიონატი თბილისის მესამე ლიგაში
1) თბილისის მესამე ლიგაში მონაწილეობს 24–26 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად. ტურები გაიმართება კვირა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 14 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდებინ გუნდები, რომლებიც დებულების 3.3 პუნქტის შესაბამისად მოიპოვებენ ზემდგომ ლიგაში გადასვლის უფლებას ან დატოვებენ შესაბამის ლიგას.

• ჩემპიონატი თბილისის ჩელენჯ–ლიგაში
1) თბილისის მესამე ლიგაში მონაწილეობს 24–26 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად. ტურები გაიმართება კვირა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 14 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდებინ გუნდები, რომლებიც დებულების 3.3 პუნქტის შესაბამისად მოიპოვებენ ზემდგომ ლიგაში გადასვლის უფლებას ან დატოვებენ შესაბამის ლიგას.

6. ტურში ქულების დარიცხვის წესი

1) ყოველ გუნდს ერთი სწორი პასუხისათვის ერიცხება ერთი ქულა.
2) თითოეული ტურის შემდეგ დგება სატურნირო ცხრილი, რომელშიც გუნდები დალაგდებიან დაგროვილი ქულების მიხედვით.
3) თუ ორი ან მეტი გუნდი მოაგროვებს ქულების თანაბარ რაოდენობას, მაშინ ითვლება რეიტინგი МАК-ის სისტემით, რომელიც დაადგენს თუ რომელმა გუნდმა უპასუხა უფრო ძნელ კითხვებს.

7. დისციპლინარული სასჯელი

1) მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა, რომლითაც გუნდს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თამაშში უდრის 3-ს.
2) ტურის დაწყების მომენტისათვის ადგილზე 3 ან ნაკლები მოთამაშის ყოლის შემთხვევაში გუნდი თამაშზე არ დაიშვება და მას ეთვლება 0 ქულა.
3) წამყვანის, სეკუნდანტების, შეკითხვების რედაქტორის, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას ეწერება -5 ქულა.

8. ფინანსური საკითხები

1) ჩემპიონატში მონაწილეობის საორგანიზაციო გუნდური შესატანი შეადგენს:
• სუპერლიგა – 48 ლარი
• პირველი ლიგა – 42 ლარი
• მეორე ლიგა – 36 ლარი
• მესამე ლიგა – 36 ლარი
• ჩელენჯ–ლიგა – 36 ლარი

2) თუ ჩემპიონატის მე–3 ტურის დაწყებისათვის გუნდს საორგანიზაციო კომიტეტში არ ექნება შეტანილი სათანადო თანხა, გუნდი სათამაშოდ არ დაიშვება.

9. აპელაციის მიღება

1) გუნდის კაპიტანს აქვს უფლება ტურის შედეგების გამოცხადებიდან 3 დღის განმავლობაში შეიტანოს აპელაცია ჩემპიონატის სააპელაციო კომიტეტში.
2) აპელაციას თან უნდა ერთვოდეს საგარანტიო თანხა 10 ლარის ოდენობით, რომელიც გადაეცემა ლიგის კომისარს.
3) აპელაციის შეტანა შეიძლება მხოლოდ კითხვის მოხსნაზე (თუ გუნდი მიიჩნევს, რომ შეკითხვაში დაშვებულია ფაქტიური შეცდომა) ან “დუალზე” (თუ გუნდი თვლის, რომ მათ მიერ გაცემული პასუხიც სწორია, ისევე როგორც ავტორისეული პასუხი).
4) თუ გუნდის მიერ შემოტანილი აპელაცია მომჩივანი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა, მაშინ ხდება ქულების ხელახალი გადათვლა, ხოლო საგარნტიო თანხა უბრუნდება გუნდს. თუ აპელაცია არ დაკმაყოფილდა, თანხა გადადის ორგკომიტეტის განკარგულებაში.
5) სააპელაციო კომიტეტს ყოველი ტურისათვის ადგენს ორგკომიტეტი ავტორიტეტული და მიუკერძოებელი პირებისაგან.


ელ-ფოსტა: krupie@gametv.ge / chitanava@caucasus.net
უკან წასვლა