თბილისის 44-ე ჩემპიონატი

ინტელექტუალურ თამაშში
“რა? სად? როდის?”
(სპორტული ვერსია)

გაზაფხული, 2012
დ ე ბ უ ლ ე ბ ა


1. მიზანი და ამოცანები

თბილისის რეგულარული ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია), შემდგომში “ჩემპიონატი” მიზნად ისახავს:
1) საქართველოში ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვას, შემდგომ განვითარებასა და პოპულარიზაციას.
2) ქვეყნის სტუდენტი-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონისა და ერუდიციის ამაღლებას, მათ მომზადებას ინტელექტუალთა საერთაშორისო შეჯიბრებებისა და სატელევიზიო თამაშებისათვის.
3) თბილისის 44-ე ჩემპიონატის გამარჯვებულისა და პრიზიორების გამოვლენას ინტელექტუალურ თამაშში “რა? სად? როდის?” (სპორტული ვერსია).
4) საქართველოს მე-18 ჩემპიონატის მონაწილე გუნდების გამოვლენას.

2. შეჯიბრების ხელმძღვანელობა, ჩატარების დრო და ადგილი

1) ჩემპიონატს ატარებს საქართველოს ინტლექტუალური თამაშების კლუბი “რა? სად? როდის?”.
2) შეჯიბრების ჩატარების კალენდარი განისაზღვრება ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დადგენილ ვადებში (იხილე დანართი).
3) ჩემპიონატის თამაშებს ემსახურება: წამყვანი, ლიგების კომისრები, სეკუნდანტები, რედაქტორები და შეკითხვების ავტორები, რომელთაც ნიშნავს ორგკომიტეტი.
4) შეჯიბრება ტარდება “რა? სად? როდის?” კლუბების საერთაშორისო ასოციაციის მიერ დამტკიცებული სპორტული „რსრ“-ს კოდექსის შესაბამისად.

3. თბილისის რეგულარულ ჩემპიონატში მონაწილეობის წესები

1) თბილისის რეგულარული ჩემპიონატი შედგება 7 ლიგისგან: სუპერლიგა, უმაღლესი ლიგა, პირველი ლიგა, მეორე ლიგა, მესამე ლიგა, მეოთხე ლიგა და ჩელენჯ-ლიგა.
2) სუპერლიგის, უმაღლესი ლიგის, პირველი ლიგის, მეორე ლიგის, მესამე ლიგისა და მეოთხე ლიგის შემადგენლობა დგინდება განვლილი სეზონის შედეგების თანახმად. ჩელენჯ-ლიგაში მიიღებიან ახალი გუნდები.
3) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე გუნდი თავისი სურვილით, ფინანსური შესატანის დროულად არ შეტანის, ან სხვა მიზეზების გამო უარს აცხადებს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებაზე, მის ადგილს დაიკავებს წინა სეზონის შედეგების მიხედვით, მის შემდეგ მყოფი გუნდი.
4) ლიგების საბოლოო შემადგენლობა გამოქვეყნდება 2012 წლის 1 მარტამდე.

4. გუნდების განაცხადის გაფორმება და საერთო პირობები

1) ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდის განაცხადი საორგანიზაციო კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იქნას სეზონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე.
2) განაცხადში შეიძლება შეტანილი იქნას 9 მოთამაშის გვარი.
3) ჩემპიონატში მონაწილე გუნდებში უნდა თამაშობდნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც შეტანილნი არიან გუნდის განაცხადში.
4) ჩემპიონატზე ერთ მოთამაშეს შეუძლია იყოს მხოლოდ ერთი გუნდის წევრი. ჩემპიონატის განმავლობაში გუნდიდან გუნდში გადასვლა დაუშვებელია.
5) თამაშის დროს გუნდში მოთამაშეთა მაქსიმალური რაოდენობა უდრის 6-ს, მინიმალური – 3–ს. გამონაკლისი არ დაიშვება.

5. ჩემპიონატის ჩატარების სისტემა და პირობები

• ჩემპიონატი სუპერლიგაში
1) თბილისის სუპერლიგაში მონაწილეობს 30 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 4 ტურად.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 48 შეკითხვა. დასმული 48 კითხვის საფუძველზე გამოვლინდება სუპერლიგის ტურის გამარჯვებული.
4) ოთხი ტურის შემდეგ გამოვლინდება თბილისის სუპერლიგის გამარჯვებული, რომელიც გახდება თბილისის ჩემპიონი.
5) იმ შემთხვევაში, თუ ქულების საბოლოო შეჯამების შემდეგ თანაბარი ქულები მოაგროვა ერთზე მეტმა გუნდმა, ყველა მათგანი გამოცხადებულ იქნება თანა–ჩემპიონად.
6) ოთხი ტურის შემდეგ გამოვლინდებიან ის გუნდები, რომლებიც 5.1 პუნქტის თანახმად დატოვებენ სუპერლიგას.

• ჩემპიონატი უმაღლეს ლიგაში
1) თბილისის პირველ ლიგაში მონაწილეობს 30-35 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 20 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდება თბილისის პირველი ლიგის სამი პრიზიორი (1-3 ადგილები), რომლებიც მოიპოვებენ სუპერლიგაში გადასვლის უფლებას; ასევე გამოვლინდება ის გუნდები, რომლებიც 5.1 პუნქტის თანახმად დატოვებენ პირველ ლიგას.

• ჩემპიონატი პირველ ლიგაში

1) თბილისის პირველ ლიგაში მონაწილეობს 30-35 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 15 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდება თბილისის პირველი ლიგის სამი პრიზიორი (1-3 ადგილები), რომლებიც მოიპოვებენ სუპერლიგაში გადასვლის უფლებას; ასევე გამოვლინდება ის გუნდები, რომლებიც 5.1 პუნქტის თანახმად დატოვებენ პირველ ლიგას.
• ჩემპიონატი მეორე ლიგაში

1) თბილისის მეორე ლიგაში მონაწილეობს 30-35 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 15 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდებინ გუნდები, რომლებიც დებულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მოიპოვებენ ზემდგომ ლიგაში გადასვლის უფლებას ან დატოვებენ მეორე ლიგას.

• ჩემპიონატი მესამე ლიგაში
1) თბილისის მესამე ლიგაში მონაწილეობს 30-35 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 15 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდებინ გუნდები, რომლებიც დებულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მოიპოვებენ ზემდგომ ლიგაში გადასვლის უფლებას ან დატოვებენ მესამე ლიგას.

• ჩემპიონატი მეოთხე ლიგაში
1) თბილისის მესამე ლიგაში მონაწილეობს 30-35 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 15 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდებინ გუნდები, რომლებიც დებულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მოიპოვებენ ზემდგომ ლიგაში გადასვლის უფლებას ან დატოვებენ მეოთხე ლიგას.

• ჩემპიონატი ჩელენჯ-ლიგაში
1) თბილისის ჩელენჯ–ლიგაში მონაწილეობს 30-35 გუნდი.
2) ჩემპიონატი გაიმართება 6 ტურად.
3) თითოეული ტურში დასმული იქნება 15 შეკითხვა.
4) ექვსი ტურის შემდეგ გამოვლინდებინ გუნდები, რომლებიც დებულების 5.1 პუნქტის შესაბამისად მოიპოვებენ ზემდგომ ლიგაში გადასვლის უფლებას ან დატოვებენ შესაბამის ლიგას.
5.1 ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ლიგებს შორის გუნდების მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად:

• სუპერლიგაში 21-ე და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი ჩაინაცვლებს უმაღლეს ლიგაში;
• უმაღლეს ლიგაში 1-3 ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებს სუპერლიგაში; უმაღლეს ლიგაში 25-ე და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი ჩაინაცვლებს პირველ ლიგაში;
• პირველ ლიგაში 1-3 ადგილზე გასული გუნდები გადაინაცვლებს უმაღლეს ლიგაში; პირველ ლიგაში 25-ე და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი ჩაინაცვლებს მეორე ლიგაში;
• მეორე ლიგაში 1-3 ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს პირველ ლიგაში; მეორე ლიგაში 25-ე და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი ჩაინაცვლებს მესამე ლიგაში;
• მესამე ლიგაში 1-3 ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს მეორე ლიგაში; მესამე ლიგაში 25-ე და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი ჩაინაცვლებს მეოთხე ლიგაში;
• მეოთხე ლიგაში 1-3 ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს მესამე ლიგაში; მეოთხე ლიგაში 25-ე და შემდგომ ადგილებზე გასული გუნდი ჩაინაცვლებს ჩელენჯ–ლიგაში;
• ჩელენჯ–ლიგაში 1-3 ადგილზე გასული გუნდი გადაინაცვლებს მეოთხე ლიგაში; ჩელენჯ-ლიგის ბოლო 10 გუნდი გავარდება კლუბიდან;

5.2 იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გუნდი აგროვებს თანაბარ ქულებს, ზემდგომ ლიგაში გადადის ან ქვედა ლიგაში ვარდება უკეთესი/უარესი რეიტინგის მქონე გუნდი (რეიტინგი დაითვლება იმის მიხედვით, თუ ვის უფრო მეტი მაღალი ადგილი აქვს დაკავებული რეგულარული ჩემპიონატის შესაბამისი ლიგის ყველა ტურში).

6. ტურში ქულების დარიცხვის წესი

1) ყოველ გუნდს ერთი სწორი პასუხისათვის ერიცხება ერთი ქულა.
2) თითოეული ტურის შემდეგ დგება სატურნირო ცხრილი, რომელშიც გუნდები დალაგდებიან დაგროვილი ქულების მიხედვით.
3) თუ ორი ან მეტი გუნდი მოაგროვებს ქულების თანაბარ რაოდენობას, ისინი იყოფენ დაკავებულ ადგილს.

7. დისციპლინარული სასჯელი

1) მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა, რომლითაც გუნდს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს თამაშში უდრის 3-ს.
2) ტურის დაწყების მომენტისათვის ადგილზე 3 ან ნაკლები მოთამაშის ყოლის შემთხვევაში გუნდი თამაშზე არ დაიშვება და მას ეთვლება 0 ქულა.
3) წამყვანის, სეკუნდანტების, შეკითხვების ავტორის, მთავარი რედაქტორის, სამდივნოს, მაყურებლის ან სხვა გუნდების წევრების მიმართ უცენზურო ქმედების შემთხვევაში მოცემული მოთამაშე იხსნება ტურნირიდან, ხოლო გუნდი ჯარიმდება და მას ეწერება -5 ქულა.

8. ფინანსური საკითხები

1) ჩემპიონატში მონაწილეობის საორგანიზაციო გუნდური შესატანი შეადგენს:
• სუპერლიგა – 80 ლარი
• უმაღლესი ლიგა - 70 ლარი
• პირველი ლიგა – 60 ლარი
• მეორე ლიგა – 60 ლარი
• მესამე ლიგა – 60 ლარი
• მეოთხე ლიგა – 60 ლარი
• ჩელენჯ-ლიგა – 60 ლარი

2) თუ ჩემპიონატის მე–3 ტურის დაწყებისათვის გუნდს საორგანიზაციო კომიტეტში არ ექნება შეტანილი სათანადო თანხა, გუნდი სათამაშოდ აღარ დაიშვება.

9. აპელაციის მიღება

1) გუნდის კაპიტანს აქვს უფლება ტურის შედეგების გამოცხადებიდან 3 დღის განმავლობაში შეიტანოს აპელაცია ჩემპიონატის სააპელაციო კომიტეტში.
2) აპელაციას თან უნდა ერთვოდეს საგარანტიო თანხა, რომელიც გადაეცემა შესაბამისი ლიგის კომისარს. საგარანტიო შესატანის ოდენობა: სუპერლიგა - 20 ლარი; დანარჩენი ლიგები - 10 ლარი.
3) აპელაციის შეტანა შეიძლება მხოლოდ კითხვის მოხსნაზე (თუ გუნდი მიიჩნევს, რომ შეკითხვაში დაშვებულია ფაქტიური შეცდომა) ან “დუალზე” (თუ გუნდი თვლის, რომ მათ მიერ გაცემული პასუხიც სწორია, ისევე როგორც ავტორისეული პასუხი).
4) თუ გუნდის მიერ შემოტანილი აპელაცია მომჩივანი გუნდის სასარგებლოდ გადაწყდა, მაშინ ხდება ქულების ხელახალი გადათვლა, ხოლო საგარანტიო თანხა უბრუნდება გუნდს. თუ აპელაცია არ დაკმაყოფილდა, თანხა გადადის ორგკომიტეტის განკარგულებაში.
5) ორგკომიტეტი ყოველი ტურისათვის ადგენს სააპელაციო კომისიას ავტორიტეტული და მიუკერძოებელი პირებისაგან.